არასამთავრობო ორგანიზაცია „Animal Project – პროექტი ცხოველებისთვის“ დამფუძნებელი, მარიამ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ორგანიზაცია რუსული კანონის გამო ფუნქციონირებას წყვეტს.
„კანონის გამო ვწყვეტთ ფუნქციონირებას. გვინდა ბოლო „ფანდრაიზინგ“ ივენთის გაკეთება, რომ ჩვენი შეფარებული ცხოველები რამდენიმე თვე მაინც უზრუნველვყოთ და კლინიკის ვალები დავფაროთ
ვის გინდათ ამ სიკეთე-ივენთის მასპინძლობა და პარტნიორობა?
აქვე დავამატებ, ამ ყველაფერს ისედაც ნახევრად მოხალისეობრივად ვაკეთებდით და ვაკეთებდით სახელმწიფოს გასაკეთებელ საქმეს!“, – ამბობს მარიამ ცერცვაძე.
„Animal project – პროექტი ცხოველებისთვის” ცხოველების მოყვარული ადამიანების მიერ დაარსებული ორგანიზაციაა, რომლის მიზანია საქართველოში მიუსაფარი ცხოველების უკონტროლო გამრავლების, მათ მიმართ სასტიკი მოპყრობის და სხვა პრობლემების მოგვარება საზოგადოების ინფორმირებისა და ადვოკატირების გზით.