პროფესიულ სასწავლებლებში გრძელვადიან პროგრამებზე მიღება 20 მაისიდან დაიწყება

პუბლიკა

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განათლების მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინეს.

პრეზენტაციის ფარგლებში მინისტრმა პროფესიული განათლების მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

მინისტრის ცნობით, კოლეჯების ადმინისტრაციები დისტანციურად ემზადებიან საშემოდგომო მიღებისთვის, ამუშავებენ პროგრამებს და გადიან ონლაინ ავტორიზაციას ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საგანგებოდ შექმნილი მექანიზმის საშუალებით.

პროფესიულ სასწავლებლებში გრძელვადიან პროგრამებზე მიღება 20 მაისიდან, ხოლო სწავლა 12 ოქტომბრიდან დაიწყება. მინისტრის განცხადებით, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდისთვის სამინისტრო უზრუნველყოფს ჩარიცხვის წესის ცვლილებას ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების გათვალისწინებით. იგეგმება 8700-მდე ადგილის შეთავაზება. იმ პროგრამებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამო დროებით შეჩერდა, სწავლა აღდგება შემსუბუქების გეგმით გათვალისწინებულ IV ეტაპზე.

მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამაზე ამჟამად 137 პროგრამა და 2500 ადგილია ავტორიზებული.