პროფკავშირებმა დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია გამართეს

პუბლიკა

პროფკავშირების ორგანიზებით, მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

„ჩვენ ვითხოვთ, ყველა დასაქმებულის შრომა იყოს უსაფრთხო; დაწესდეს ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი; ვითხოვთ, ქალები და კაცები იმყოფებოდნენ თანაბარ შრომით პირობებში და ჰქონდეთ თანაბარი ანაზღაურება; ვითხოვთ უმუშევრობის კომპენსაციის შემოღებას; პირველი მაისი გამოცხადდეს უქმე დღედ“, – აცხადებდნენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის მონაწილეებმა უკრაინაში დასაქმებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს და უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვეს.