პროფკავშირ „ლაბორის" ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს

პუბლიკა

პროფკავშირ „ლაბორის“ ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს. როგორც „ლაბორის” იურისტი განმარტავს, საგამოძიებო მოქმედებების საფუძველი მათთვის უცნობია – ისინი არ დაეთანხმნენ გამომძიებლების მიერ წარდგენილ განჩინებას, თუმცა ამის მიუხედავად, ოფისში ჩხრეკა ტარდება.

„სასამართლო განჩინება წარმოგვიდგინა გამომძიებელმა, რომლის თანახმადაც 4 მისამართზე აპირებს ჩხრეკის ჩატარებას, ოღონდ განჩინებაში, კანონსაწინააღმდეგოდ, არ აქვს მითითებული რა მუხლით მიმდინარეობს ეს ჩხრეკა და ჩვენ არ ვეთანხმებით ამ განჩინებას, ვაპირებთ გასაჩივრებას, მიუხედავად ამისა, ჩხრეკის ჩატარებას აპირებენ გამომძიებლები“, – განაცხადა იურისტმა.

„ლაბორის“ თავმჯდომარე, გიორგი დიასამიძე აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს ფინანსური პოლიცია. მისივე თქმით, განუმარტეს, რომ ჩხრეკას ჩაატარებენ მის სახლშიც.

„პუბლიკას” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უთხრეს, რომ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ სასამართლო განჩინების საფუძველზე.