მასალა განახლებულია
საქართველოს პროკურატურა ადასტურებს, რომ თანამდებობა დატოვა გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა.
დღეს, 5 იანვარს, მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მერებაშვილმა პოსტი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო დატოვა. უწყება ამ ყველაფერს სპეკულაციას უწოდებს. პროკურატურამ „რადიო თავისუფლების“ შეკითხვებს უპასუხა.
განახლება:
ნათია მერებაშვილმა „რადიო თავისუფლებას“ მისწერა, რომ მისი გადაწყვეტილება არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს.
„არ ვიმყოფები საქართველოში. ამ საკითხზე ვფიქრობდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში და დეკემბერში დავტოვე გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილება არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ სხვადასხვა განმარტებისგან“ – ავრცელებს „რადიო თავისუფლება“ ნათია მერებაშვილისგან მიღებულ პასუხს.
ნათია მერებაშვილი გენერალური პროკურორის მოადგილედ 2020 წლის 19 მარტს დაინიშნა.
მანამდე ის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძრვანელი იყო. მთავარ პროკურატურაში კარიერა მერებაშვილმა 2010 წლიდან დაიწყო.