პროკურატურა ამბობს, ციხიდან მიშამ შეიძლება მოწმეებს დაურეკოსო - ბასილაია ზარის უფლების შეზღუდვაზე

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ზარით სარგებლობის უფლებას მოწმეებზე სავარაუდო ზემოქმედების საფრთხის მოტივით უზღუდავენ.

ბასილაიას განცხადებით, ადვოკატებმა ჩაიბარეს პროკურატურის დადგენილება ზარის უფლების შეზღუდვაზე და მისი შეფასებით ეს სამართლებრივ დასაბუთებას მოკლებული იყო. ბასილაიამ განცხადება რუსთავის ციხეში შესვლის წინ გააკეთა.

„გუშინ ჩვენ ჩავიბარეთ პროკურატურის დადგენილება ზარის უფლების შეზღუდვაზე. ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშეა მოცემული – ციხიდან შეიძლება მიშამ მოწმეებს დაურეკოსო. ეს ადამიანი რვა წელია, რაც მის მიმართ დევნა მიმდინარეობს და უმაღლეს თანამდებობებზე იყო უკრაინაში, მაშინ დაურეკავდა ვინმეს, რომ სდომოდა. ვინმეს სმენია, რომ მიშა თავისი საქმის მიმდინარეობის დროს კომუნიკაციაში იყო პროკურატურის მოწმეებთან? ეს არის აბსურდი.

[სასამართლო პროცესები] ჩანიშნონ ამ ოჯახაშენებულებმა, ადამიანს ეძებდნენ ამდენი წელია,  გულზე მჯიღს იცემდნენ, სასამართლოს წარვუდგენთო. აქ არის, ჩამოსულია, წარადგინონ სასამართლოს წინაშე, მაგრამ მათ ეშინიათ, რომ მეორე ტურის წინ სააკაშვილის საზოგადოებაში გამოსვლა უპირობო განმაპირობებელი იქნება „ქართული ოცნების“ მარცხის“, – განაცხადა ბასიალიამ.