პროკურატურა ცდილობს დაკითხვა აარიდოს გიორგი ხელაშვილსა და დავითულიანს - ისნის საოლქო კომისიის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი

პუბლიკა

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ პროკურატურა ცდილობს დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებისა და დასაკითხი პირების საქმიდან ამორიცხვას, რომელთა შორის მეათე მოწვევის პარლამენტის წევრებიც არიან „ქართული ოცნებიდან“.

„რაც განსაკუთრებით თვალშისაცემია, ბრალდების მხარე ცდილობს იმ პოლიტიკოსებს აარიდოს სასამართლოში მოსვლა, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ საქმეში გამოძიების დაწყებამდეც კი. საუბარია გიორგი ხელაშვილსა და დავითულიანზე, რომლებმაც დააანონსეს ამ საქმეზე გამოძიების დაწყება, მათი სასამართლოში მოყვანისგან თავის არიდებას ცდილობს პროკურატურა.

ცდილობს, ისინი აარიდოს იმ კითხვებს, რომლებიც მათ მიმართ არსებობს, როგორც საზოგადოების მხრიდან, ისე წმინდა სამართლებრივად. არადა, გვაინტერესებს, საიდან ჰქონდათ მათ ინფორმაცია და ეს მნიშვნელოვანია საქმისთვის.

თუმცა, როგორც აღვნიშნე, ბრალდების მხარე ცდილობს, რომ მათ აარიდოს ყველანაირი პასუხისმგებლობა. არამხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ არ შეუქმნას დისკომფორტიც კი“, – თქვა ადვოკატმა.

შოთა თუთბერიძის თქმით, ის იმედოვნებს, რომ მოსამართლე არ გაითვალისწინებს პროკურატურის პოზიციას და „არ შეეშინდებ იმის, რომ პოლიტიკოსი უნდა მივიდეს სასამართლოში და ჩვენება მისცეს“.

საქმის პროკურორის სთქმით კი, ადვოკატის მიერ დასახელებულ პოლიტიკოსებს საქმესთან შემხებლობა არ აქვთ და არ ჯდებიან სხვა იმ კრიტერიუმებში, რაც შეიძლება სასამართლოში მათი მისვლის საფუძველი გახდეს.

„ზოგადად სასამართლოში იკითხებიან ის ადამიანები და სასამართლოს ჩვენებას აძლევენ ის პირები, ვისაც გარკვეული შემხებლობა აქვს სისხლის სამართლის საქმესთან. მაგალითად, ფლობენ კონკრეტულ ინფორმაციას და აუცილებელია, რომ ამის თაობაზე იყვნენ გამოკითხულები. ან მტკიცებულებით იყოს გამყარებული ის ინფორმაცია, რომელსაც ფლობენ ისინი ამ საქმეზე. ასევე შესაძლოა, მონაწილეები იყვნენ გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებებში.

პირები, რომელთა ამორიცხვაც მოითხოვა ბრალდების მხარემ დასაკითხ პირთა სიიდან, არიან ის პირები, რომლებიც ამ კონკრეტულ საქმეზე ვერ იქნებიან შემხებლობაში. არ არიან ისინი გამოკითხული როგორც მოწმეები და არ დასტურდება მათი შემხებლობა, როგორც გამომძიებლის ფუნქცია“, – თქვა პროკურორმა სხდომის დასრულების შემდეგ.

თავის მხრივ, შოთა თუთბერიძის თქმით, დაცვის მხარემ საქმიდან ორი მოწმის, ზაალ ზაალიშვილისა და გიორგი ჯავახიშვილის ამორიცხვა მოითხოვა, რადგან მათი ჩვენება არის ირიბი მტკიცებულება, ეყრდნობა თედო გობეჯიშვილის ნათქვამს, ის კი გარდაცვლილია და წყროსთან გადამოწმების გარეშე ჩვენების მიცემა კანონით დაუშვებელია. თავის მხრივ, თუთბერიძის თქმით, დაცვის მხარემ საქმიდან ორი მოწმის, მათ შორის, ზაალ ზაალიშვილის ამორიცხვა მოითხოვა, რადგან მათი ჩვენება არის ირიბი მტკიცებულება, ეყრდნობა თედო გობეჯიშვილის ნათქვამს, ის კი გარდაცვლილია და წყროსთან გადამოწმების გარეშე ჩვენების მიცემა კანონით დაუშვებელია.

ადვოკატის არგუმენტებს, რომლის გამოც უნდა მოხდეს ამ მოწმეების ამორიცხვა არ იზიარებს საქმის პროკურორი, რომლის თქმითაც ბრალდების მხარე ამ საკითხზე თავის პოზიციას შემდეგ სხდომაზე ჩამოაყალიბებს.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 17 დეკემბერს განახლდება.


ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ბრალი ორ პირს აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს აქვს წაუენებული. პროკურატურამ მათ ბრალი ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედო გობეჯიშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის მუხლებით წაუყენა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ქ.თბილისში, ა.ხ. და ა.კ. შეხვდნენ ქ.თბილისის ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თ.გ.-ს და პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მედიის თანდასწრებით განცხადების გაკეთება შესთავაზეს, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა, რის შემდეგაც მას დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინა თანამდებობა.

ბრალდებულები ისნის კომისიის თავმჯდომარეს უარის მიღების შემთხვევაში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაპატიმრებით და მისი და ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. ასევე, ა.კ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2020 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ინახავდა საბრძოლო მასალას, რომელიც მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული”, – წერდა პროკურატურა.


აღსანიშნავია, რომ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკების ერთ-ერთი საკითხი, მათი თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო. რომელთა შორის, ოპოზიცია ივერი მელაშვილთან, ნატალია ილიჩოვასა და გიორგი რურუასთან ერთად აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძესაც მოიაზრებდა.