პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს

პუბლიკა

პროკურატურა ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.

ბასილაშვილს ბრალი საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“  ქვეპუნქტით წარუდგინა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაის დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.