პროკურატურამ 13 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეზე კაცს ბრალი წარუდგინა.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 იანვარს, გურჯაანის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმის ტერიტორიზე, ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა.
მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის გ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ამასთან, ბრალდებული კაცი დაჭრილია – 20 იანვარს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმ აც გაუპატიურებაში ბრალდებულს ჭრილობები მიაყენა.
საქმეზე სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა. მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და კაცი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის თქმით, ბრალდებული შურისძიების მოტივით მოქმედებდა და დაზარალებულის მოკვლის განზრახვა ჰქონდა.
დაკავებულმა სხდომაზე თქვა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს იყო აფექტის მდგომარეობაში.