პროკურატურამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის 1 ადამიანს ბრალი წარუდგინა

პუბლიკა

პროკურატურამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე 1 ადამიანს ბრალი წარუდგინა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 11 მარტს, ბათუმში, ერთ-ერთი კაფე-ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108 -ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია განცხადებაში.