პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომლის ტრაილერის დაგორების შედეგად ბავშვი დაიღუპა

პუბლიკა

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომლის ტრაილერის დაგორების შემდეგაც არასრულწლოვანი დაიღუპა.

პროკურატურის განცხადებით, შსს-ის გამოძიებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ტროტუარზე ფეხით მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.