პროკურატურამ შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა

პუბლიკა

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულს, არჩილ გაგნიძეს სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა. „პუბლიკასთან“ უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებულის ადვოკატებმა ხელი არ მოაწერეს გაუთქმელობის ოქმს და „იმისთვის, რომ ბრალდებულის დაცვის უფლება არ დარღვეულიყო, მას დაენიშნა სახაზინო ადვოკატი“.

12 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა. პროკურატურის ცნობით, გამოძიების საწყის ეტაპზე სატელევიზიო სივრცეში, ბეჭდურ მედიასა თუ სოციალურ ქსელებში დაფიქსირდა სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოქვეყნების ფაქტები.