პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის ელჩს შეხვდა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა.

როგორც არჩილ თალაკვაძის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზეა ნათქვამი, პარლამენტის თავმჯდომარემ და ელჩმა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს და არსებული ვითარება განიხილეს.

„ყურადღება დაეთმო ეუთო-ს რეკომენდაციების გარშემო საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის მიმდინარე პროცესს და შესაძლებლობებს.

მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივამ პარლამენტში საკმარისი ხმები ვერ მიიღო, 2020 წლის არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება. ჩვენ ვიმუშავებთ, რათა ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა კონსტრუქციული და ნორმალური პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში წარმატებით დასრულდეს“. 

კარლ ჰარცელმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ იქ კონსულტაციებისთვის მივიდა.