“პროპორციული არჩევნები, უბარიეროდ ან ბუნებრივ ბარიერთან მიახლოებული ვარიანტით, არის არა თუ საკმარისი, არის უფრო მეტი, ვიდრე ვადამდელი არჩევნები” – ამბობს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ ებღაუჭება ამას ქართული ოცნება – “ამიტომ არ დათანხმდა ამას მარტში ამერიკელების ზეწოლის მიუხედავად, ამისთვის გვებრძვის ამდენი ხანია. და უცვბად, ჩვენი ამ ბოიკოტის შედეგად შეიძლება მივიღოთ ის შედეგი, რისთვისაც ვიბრძვით”. – აცხადებს ხვიჩია.
“ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ შესაძლოა გავუშვათ შემთხვევა, როდესაც შეიძლება ხელიდან გავუშვათ იმ მიზნის მიღწევს შანსი, რომლისთვისაც 2 წელია ვიბრძვით. როდესაც გეგმა ბ აქეთა მხარეს არ არსებობს.” – ამბობს ის.
იაგო ხვიჩია ამბობს, რომ არავინ საუბრობს იმაზე თუ რას გეგმავს ოპოზიცია მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე. მას აინტერესებს, როგორ უნდა სთხოვოს მან მაგალითად ჩხოროწყუელ ამომრჩეველს, ადგილობრივ არჩევნებში მხარდაჭერა, როდესაც მას აქვს პარლამენტის მანდატი და არ შედის.
ხვიჩიას თქმით, ამაზე საუბარს ტაბუ აქვს დადებული და და როგორც კი ვინმე ცდილობს “საერთო ხაზიდან” განსხვავებულ საუბარს, მაშინვე იწყება უაზრო თავდასხმები როგორც მედიის, ისე ოპოზიციური პარტიების მხრიდან და ინათლება პარლამენტში შესასვლელი გზების გამონახვად.