პრორუსული „ალტ ინფოს" ლიდერი პროკურატურაში დაიბარეს

პუბლიკა

პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფის, „ალტ ინფოს” ლიდერი, ზურაბ მახარაძე პროკურატურაში დაიბარეს

უწყებაში ის 13:00 საათზე უნდა მივიდეს.

ზურაბ მახარაძემ „ალტ-ანალიტიკის“ ეთერში თქვა, რომ საქმე 2021 წლის 5 ივლისს ეხება.

თუმცა, „პუბლიკას” პროკურატურაში უთხრეს, რომ საქმე სუს-ის ე.წ კრებსებს ეხება.

„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ყველას ვიბარებთ მოწმის სახით, ვისი სახელიც ფიგურირებს”. – გვითხრეს უწყებაში.

2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელდა საიდუმლო ფაილები, რომლის თანახმადაც, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სავარაუდოდ, მღვდელმთავრებს, სხვა სასულიერო პირებს და მათთან დაკავშირებულ ადამიანებს უსმენს.