„პრორუსული, პროჩინური ტენდენციების დემონსტრირება" - პავილიონისი რუსული კანონის დაბრუნებაზე

პუბლიკა

ლიეტუვის სეიმის წევრი, ჟიგიმანტას პავილიონისი „ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის დაბრუნებას „პრორუსულ, პროჩინურ ტენდენციებს” უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ ეს ინიციატივა დაუყოვნებლივ შეჩერდება.

„პრორუსული, პროჩინური ტენდენციების დემონსტრირება „ქართულ ოცნებაში”. იმედი მაქვს, ეს ავტოკრატიული, ანტიდასავლური ინიციატივა შეჩერდება”, – აღნიშნა მან.

დღეს მამუკა მდინარაძემ რუსული კანონის პარლამენტში დაბრუნება დააანონსა. მან ბრიფინგზე თქვა, რომ გადაწყვეტილება გუშინ გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს.

ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დააინიციირა, თუმცა მარტში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.

„ქართული ოცნების“ ლიდერები მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ამ კანონპროექტს არცერთი ფორმით აღარ დააბრუნებდნენ.