პროტესტი გაგრძელდება და ვნახოთ, როგორ გაუძლებენ – გიგა ბოკერია „ოცნებაზე“

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით,  მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი უკან არ წაიღებს „იმ შეურაცხყოფას, რომელიც მთელ საზოგადოებას მიაყენა“.

„ეს არის ჩვენი ვალი, მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე პროტესტით გავაგრძელოთ ამ გზავნილის მიტანა ხელისუფლებამდე, ივანიშვილის „კლოუნებამდე“ და თვითონ ივანიშვილამდე, სანამ არ წაიღებს უკან იმ შეურაცხყოფას, რომელიც მიაყენა მთელ საზოგადოებას, როცა გვითხრა, რომ გადაგაგდებთ და ფეხებზე მკიდიხართო, მერე ამას მოაყოლა ძალადობა და პოლიტიკური რეპრესიები. თუ გონს მოეგება, უკეთესია ქვეყნისთვის და პერსონალურად მისთვისაც. თუ არ მოეგება გონს, ეს პროტესტი გაგრძელდება და ვნახოთ, როგორ გაუძლებენ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტთან ოპოზიციისა და აქტივისტების საპროტესტო აქცია „სირცხვილის კორიდორები“ დაიწყო. აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან მიიტანეს ბანერები წარწერებით – „სირცხვილია!“ და „შეცვალე!“.

აქციის მონაწილეები პარლამენტის ორ სხვადასხვა შესასვლელთან, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე დგანან.