პროტესტი კონსერვატორიასთან - პიანისტი გიორგი გიგაშვილი განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

პიანისტი გიორგი გიგაშვილი, რომელიც თბილისის სახელწმიფო კონსერვატორიასთან მიმდინარე აქციის ინიციატორია, განცხადებას ავრცელებს.

გუშინ კონსერვატორიამ განაცხადა, რომ რექტორის საარჩევნო პროცესს წყვეტს, მიზეზად კი თეა წულუკიანის მიერ მიღებული ბრძანებას ასახელებს. მინისტრის ბრძანებით, შეჩერდა კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს მიერ 28 ივლის მიღებული დადგენილება, რომელიც რექტორის არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და შერჩევის წესებს ადგენდა.

პიანისტი გიორგი გიგაშვილი წერს, რომ მას შემდეგ რაც კონსერვატორიის ადმინისტრაციამ მიიღო წერილი ამ გადაწყვეტილების შესახებ, იქიდან მოყოლებული, უკვე 48 საათია თავაუწევლად მუშაობს ეს ორგანო, რომ სამართლებრივად იმოქმედონ.

„იმოქმედონ და დაამტკიცონ, რომ ეს ასე არ შეიძლება და ასევე იხედებიან წინ მომავალში, რა უარესი რაღაცები შეიძლება მოხდეს.

… ჩვენ უნდა დაველოდოთ და მხოლოდ მათი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კიდევ ერთხელ, ორჯერ, 10-ჯერ ან იქამდე სანამ ჩვენი ერთობლივი, დაგეგმილი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, ვიყოთ გარეთ, მაგრამ უკვე გეგმით, აქ, კონსერვატორიასთან ან ნებისმიერ სხვა ადგილას, “- წერს ის.