„პუბლიკა" ახალი ამბების ჟურნალისტის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

პუბლიკა

ონლაინგამოცემა „პუბლიკა“ ახალი ამბების ჟურნალისტის ვაკანსიას აცხადებს.

თვალი გადაავლეთ ჩვენი ვაკანსიის აღწერას. კითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ „პუბლიკის“ ფეისბუქგვერდზე.

მოვალეობა:

ვებგვერდ  publika.ge-ისთვის ახალი ამბების (ნიუსების) მომზადება.

მოთხოვნა:

– გამოცდილება ახალი ამბების მომზადებაში; (სასურველია)

– ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;

– მულტიმედია უნარები – ფოტო/ვიდეოგადაღება/მონტაჟი;

– ინგლისური (სავალდებულო) და რუსული (სასურველი) ენების ცოდნა.

 ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი:

ახალი ამბების რეპორტიორისთვის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შესაბამისად (დამატებით ინფორმაციას ანაზღაურების შესახებ შერჩეული კანდიდატები გასაუბრების დროს მიიღებენ);

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი. ასევე – შეთანხმებით განსაზღვრული მორიგეობები.

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

– კანდიდატის რეზიუმე (CV);

– სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 150 სიტყვისა);

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 სექტემბერი, 23:00 საათი;

განაცხადები უნდა გამოგზავნოთ ელ.მისამართზე: info@publika.ge;

განაცხადის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება – რეპორტიორი!