„პუბლიკა" ვაკანსიას აცხადებს

პუბლიკა

ონლაინგამოცემა „პუბლიკა” აცხადებს ვაკანსიას ფანდრაიზერის/დაფინანსების მოძიების მენეჯერის პოზიციაზე.

  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაოს გრაფიკი: თავისუფალი, შეთანხმებით.

მოვალეობები:

  • ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მოძიება და მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება;
  • საგრანტო განაცხადებისა და პროექტების მომზადება და წარდგენა;
  • ფანდრაიზინგის სტრატეგიის შემუშავება;
  • დონორებთან პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება და წარდგენა;
  • დონორთა ვებგვერდების მონიტორინგი და ასოციაციის მიზნების შესაბამისი საგრანტო კონკურსების იდენტიფიცირება;
  • დონორების ბაზის რეგულარული განახლება, თითოეულის პროფილის, პრიორიტეტების და სტანდარტების ცოდნა.

მოთხოვნები:

  • დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • პროექტების, საგრანტო განაცხადების წერის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი.

ანაზღაურება:

  • შეთანხმებით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე info@publika.ge მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 20 აგვისტო.

შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.