„პუბლიკის" დირექტორი და თანადამფუძნებელი ზურა ვარდიაშვილი გაათავისუფლეს

პუბლიკა

„პუბლიკის” დირექტორი და თანადამფუძნებელი ზურა ვარდიაშვილი გაათავისუფლეს.

მან შსს-ს შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა სამართალდამცველებს დაურეკეს და უთხრეს, ჟურნალისტები გაეთავისუფლებინათ, სხვა დაკავებულები კი პოლიციაში არიან გადაყვანილი.

ზურა ვარდიაშილი ამბობს, რომ მას ხელწერილზე ხელი არ მოუწერია

ასევე გაათავისუფლეს და შსს უკვე დატოვა „ტაბულას“ ჟურნალისტმა ბექა ჯიქურაშვილმა.

ჟურნალისტები გათავისუფლების შემდეგ ამბობენ რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია რა მუხლის საფუძველზე დააკავეს ისინი.

შსს-ს შენობასთან მხარდაჭერის მიზნით შეკრებილები არიან მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოქალაქეები.

ჟურნალისტების თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის დაცვის სამსახურმა შენობაში მყოფ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შენობის დატოვების შესაძლებლობა მისცა, პარლამენტიდან გამოვიდნენ, სად მიმდინარე აქციაზეც პოლიცია მოქალაქეებს აკავებდა. სწორედ ამ დროს დააკავეს ზურა ვარდიაშვილიც.

დღეს საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მხარი დაუჭირეს „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ.

მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საგარეო ურთიერთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე არ უშვებდნენ. ოპოზიციონერ დეპუტატებს კი, რომლებიც სხომას ესწრებოდნენ, სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

სხდომის პარალელურად, პატლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გარდა ჟურნალისტებისა დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე. მათი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.