პოლიციის ოფიციალური განცხადების მიხედვით მათ უკვე დააკავეს 1996 წელს დაბადებული ბ.ჟ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
სამართალდამცველებმა ბ.ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
როგორც მედიასთან თოფაძე ყვება, შემთხვევა დილით მოხდა.
„დილის 5:00 საათზე დაჭრეს, სახლში შემოუვარდნენ ჩემს შვილს. ახლა მოვედი საავადმყოფოდან, ოპერაცია გაუკეთეს, 4 ჭრილობა აქვს მიყენებული და ჯერ უგონოდ არის.
“ჩემი შვილიშვილის სტუმრები გვყვავდნენ, ქეიფობდნენ, შემოვარდა ის კაცი. ადამიანი, ვინც ჩემი შვილიშვილი დაჭრა, არ იყო სტუმარი. ამ პიროვნებას მგონი ჩემი შვილიშვილი შორიდან იცნობდა.
“არ ვიცით გადარჩება თუ არა, 4-ჯერ დაარტყა დანა. არ ვიცნობ მას, (დამნაშავეს) მაგრამ ვიცი, რომ ადრეც არაერთი კაცი დაუჭრია” – ამბობს თოფაძე.