პური 29%-ით, შაქარი 18%-ით, კვერცხი და ყველი 17%-ით გაძვირდა - წლიური ინფლაცია 11.5%-ია

პუბლიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.2%-ით გაიზარდა და წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 11.5% შეადგინა.

წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:

  • პური და პურპროდუქტები + 29.3%
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები + 21.3%
  • ყავა, ჩაი და კაკაო + 18.2%
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული + 18.1%
  • ზეთი და ცხიმი + 17.5%
  • რძე, ყველი და კვერცხი + 16.9%
  • თევზეული + 14.9%
  • ხილი და ყურძენი + 13.7%
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები + 12.7%