პურზე ფასი შენარჩუნდება - სამინისტრო

პუბლიკა

მთავრობის გადაწყვეტილებით,  „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების“ სახელმწიფო პროგრამა   2021 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

პროგრამის ფარგლებში, ერთ 50 კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 20 ლარს. სუბსიდიის შედეგად, ბენეფიციარი ვალდებული იქნება ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა სუბსიდირებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის რეალიზაცია მოახდინოს არაუმეტეს 53 ლარად.

პროგრამის ბენეფიციარები გამოვლინდება სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის გზით, სადაც მონაწილე დააფიქსირებს მისაღები სუბსიდიის ოდენობას და მოცულობას,  ყოველ ერთ 50 კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე გადაანგარიშებით, რომლის რეალიზაციაც განხორციელდება პროგრამის პირობების შესაბამისად.

სუბსიდირება განხორციელდება 2021 წლის 30 ივნისამდე  ყოველთვიურად, არაუმეტეს 10 000 ტონა, რეალიზებულ პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე.

ფქვილის სუბსიდირების პროგრამა  2020 წლის დეკემბრიდან  მოქმედებს.