Pussy Riot-ის წევრი, მარია ალიოხინა წერს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

პუბლიკა

რუსული ანტისამთავრობო ფემინისტური ჯგუფის „Pussy Riot-ის“ წევრი მარია ალიოხინა სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაცია, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. მან გაავრცელა დოკუმენტის ფოტოც, რომელშიც მითითებულია „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“.

„მაშინ, როცა რუსი პროპაგანდისტები თავისუფლად მოდიან ქვეყანაში თავიანთი „საპროტესტო სიუჟეტების“ გადასაღებად, მათ, ვისაც შეუძლიათ, დაწერონ სიმართლე ძალადობის გაუთავებელ ნაკადზე, ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ“, – დაწერა მან Instagram-ზე.