პუტინი 3 სექტემბერს რომის წესდების ხელმომწერ მონღოლეთს ეწვევა

პუბლიკა

კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 3 სექტემბერს მონღოლეთს ეწვევა, რომელიც რომის წესდების ხელმომწერია, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

აღნიშნული წესდების ხელმომწერი ქვეყნები ფორმალურად ვალდებულები არიან შეასრულონ 2023 წლის მარტში ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემული ორდერი პუტინის დაკავების შესახებ.

მედიის ცნობით, კრემლის განცხადების თანახმად, პუტინი მონღოლეთში პრეზიდენტის მოწვევით მიემგზავრება. დაგეგმილია მოლაპარაკებები პუტინს, მონღოლეთის პრეზიდენტსა და სხვა მაღალჩინოსნებს შორის.