ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური საომარი ოპერაცია უკრაინაში გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
ყველა დაკისრებული ამოცანა წყდება და ყველა დასახული მიზანი წარმატებით ხორციელდება. ვიდეომიმართვაში პუტინმა უკრაინა მშვიდობიან მოსახლეობის “ფარად” გამოყენებაში დაადანაშაულა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია.
“მე არასოდეს შევიცვლი ჩემს რწმენას, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია… მაგრამ, როგორც მიმდინარეობს ბრძოლა, აჩვენებს, რომ ჩვენ ვებრძვით ნეონაცისტების წინააღმდეგ.” – განაცხადა პუტინმა.