პუტინი: გაოცებული დავრჩი იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება ბოლოდროინდელ კანონზე თავის პოზიციას იცავდა

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ „გაოცებულია” საქართველოს ხელისუფლების „სიმამაცით”, რომლითაც ხელისუფლება იცავდა თავის პოზიციას ბოლოდროინდელ კანონთან [რუსული კანონი] დაკავშირებით.

„როდესაც საქართველოში დაიწყო მოვლენები, გულწრფელად ვუყურებდი ამ ყველაფერს, საქართველოს ხელისუფლებასთან არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ მე უბრალოდ გაოცებული დავრჩი იმ სიმამაცით და ხასიათით, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება ბოლოდროინდელ კანონთან [რუსული კანონი] დაკავშირებით თავის პოზიციას იცავდა”, – განაცხადა პუტინმა.