პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი მიჰყვებიან ერთსა და იმავე გზას - კუბილიუსი

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი მიჰყვება ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს გზას. მისი თქმით, თავდაპირველად ის უპირისპირდება აქციის მონაწილეებს, შემდგომ კი დაამყარეს დიქტატურას.

„პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი მიჰყვებიან ერთსა და იმავე გზას: თავდაპირველად მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენება, შემდეგ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ დიქტატურის დამყარება. დიქტატურის მომავალი ყოველთვის მსგავსია: სანქციები, ჩამოშლა და ტრიბუნალი”, – წერს კუბილიუსი.

გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობრივად დაშალა – გამოიყენეს ცრელმდენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. შედეგად, არაერთი მოქალაქე დაშავდა და მათ სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ადგილზევე დასჭირდათ.

გარდა ამისა, შსს-მ დააკავა 63 ადამიანი, მათგან ერთ-ერთი საქართველოში მცხოვრები ამერიკელი იურისტია, რომელმაც აღნიშნა, რომ დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ და აქვს დაზიანებები თავზე, თვალებსა და ზურგზე.