რუსეთი მზადაა მინსკში დელეგაცია გაგზავნოს უკრაინასთან მოლაპარაკების საწარმოებლად, – ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, დელეგაციაში შევლენ თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
მანამდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა რუსეთის პრეზიდენტ პუტინსა და ჩინეთის რესპუბლიკის ლიდერ ძი პინ პინს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკების მაღალ დონეზე საწარმოებლად.
დღეს, 25 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდა.
„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. ბრძოლა მიმდინარეობს მთელ უკრაინაში. მოდით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. შევაჩეროთ ხალხის სიკვდილი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.