პუტინის ბრძანებით, რუსი ჩინოვნიკების უკანონო შემოსავლების კონფისკაცია მოხდება

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა „ანტიკორუფციულ ბრძანებას“, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეების უკანონო შემოსავლების კონფისკაცია მოხდება – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ბრძანების მიხედვით, თუ საჯარო მოხელის ფინანსური მდგომარეობა ბოლო 3 წლის განმავლობაში ოფიციალურად მიღებულ შემოსავალს 10 ათასი რუბლით აღემატება და ის ვერ დაამტკიცებს, რომ თანხა ლეგალური გზით მოიპოვა, მას სასამართლოს ძალით მოუწევს ფული ბიუჯეტში გადარიცხოს.

ოფიციალურ პორტალზე განთავსებული დოკუმენტის თანახმად, საჯარო მოხელეების, ასევე მათი ოჯახის წევრების, მათ შორის, შვილების საბანკო ანგარიშებს პროკურატურა შეამოწმებს.