პუტინის და რუსი მაღალჩინოსნების საამებლად გაავრცელეს ეს კადრები - მელია

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ვაჟა-ფშაველას გამზირზე მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე, ჟურნალისტებთან პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებზეც ისაუბრა.

ნიკა მელიას თქმით, ეს კადრები პუტინისა და რუსი მაღალჩინოსნების საამებლად გავრცელებული კადრები.

„პუტინის, რუსი მაღალჩინოსნების საამებლად გაავრცელეს ეს კადრები, მოუწიათ … პენიტენციურის მიერ გავრცელებული კადრები არის იძულებით ნაბიჯ. მათ იცოდნენ, რომ სხვადასხვა გზით, ადრე თუ გვიან, ეს კადრები გავრცელდებოდა, ეს ერთი. მეორე, ის იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლოსთვის მოუწევდათ ამ კადრების მიწოდება დასტურად იმისა, როგორ იქნა შეყვანილი,  შესახლებული, მათი ენით, რეალურად ძალადობით შეყვანილი გლდანის ციხეში. ურთულესი დილემის წინაშე მდგომმა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა მიიღო გადაწყვეტილება, მათთთვის ძალიან მტკივნეული, რომ გაევრცელებინა ეს კადრები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ამ წუთებში ვაჟა-ფშაველას გამზირზე აქცია მიმდინარეობს. ნიკა მელიას თქმით, აქციები იქნება უწყვეტი, ყოველდღიური.


პენიტენციური სამსახური გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტრის, მიხეილ სააკაშვილის შესახლების კადრებს ავრცელებს.

როგორც საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, კადრები ასახავს შესახლებისა და, მინისტრისვე შეფასებით, სააკაშვილის მიერ დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების, ასევე სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს.