პუტინის პრესმდივან დმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდგინდა

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესმდივანს დმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ გამოცემა РИА Новости-ს თავად პესკოვმა უთხრა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჰოსპიტალშია მოთავსებული მისი ცოლი ტატიანა ნავკაც, რომელიც ასევე თავს შეუძლოდ გრძნობდა.

მედიაგამოცემა ТАСС-თან საუბარში დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ პუტინთან ბოლო პირდაპირი კონტაქტი თვეზე მეტი ხნის წინ ჰქონდა. რუსული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის პრესმდივნი საჯაროდ ბოლოს 30 აპრილს გამოჩნდა, მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს დაუდგინდა Covid-19.