პუტინის შეცდომის მიუხედავად, რუსეთი არ უნდა დავამციროთ - მაკრონი

პუბლიკა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთი „პუტინის იტორიული შეცდომის გამო“ არ დაამციროს.

„ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რათა იმ დღეს, როდესაც ომი დასრულდება, გამოსავალის პოვნა დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით შევძლოთ. მჯერა, რომ საფრანგეთი ამ პროცესში შუამავლის როლს შეასრულებს“, – თქვა მაკრონმა.

მისი განცხადებით, უკრაინაში ომის შესაჩერებლად დიპლომატიური გამოსავალი უნდა მოიძებნოს და ამ კონფლიქტში პარიზი, მისი რწმენით, შუამავალი იქნება.