პუტინის სურვილია, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკება უსაფრთხოების გარანტიებზე - პესკოვი

პუბლიკა

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ პუტინს სურს მოლაპარაკების გაგრძელება, რომ უკრაინა მხოლოდ ზოგადი პრობლემის ნაწილია და რუსეთისთვის მნიშვნელოვანია გარანტიები უსაფრთხოებაზე.

„უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტი პუტინი ყოველთვის დიპლომატიასა და მოლაპარაკებებს მოითხოვდა… მან წამოაყენა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საკითხი და შესაბამისად, უკრაინა მხოლოდ ამ პრობლემის ნაწილია.

ეს არის რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ არსებული დიდი პრობლემის შემადგენელი ნაწილი და რასაკვირველია, პრეზიდენტი პუტინი ესწრაფვის, რომ მოლაპარაკება გაგრძელდეს“, – განაცხადა პესკოვმა CNN-თან.

პესკოვის განცხადებამდე, კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და აღნიშნა, რომ ის ჯერ კიდევ ხედავს „შანსს“ დიალოგის გაგრძელებისა, რუსეთსა და დასავლეთს შორის კრემლის მიერ წამოყენებული ულტიმატუმის შესახებ. ლავროვის თქმით, მისი რჩევაა, რომ გაგრძელდეს მცდელობა საკითხების დიპლომატიის გზით გადასაწყვეტად.