პუტინმა აშშ-ში რუსეთის ახალ ელჩად ალექსანდრ დარჩიევი დანიშნა

პუბლიკა

ვლადიმერ პუტინმა აშშ-ში რუსეთის ახალ ელჩად ალექსანდრ დარჩიევი დანიშნა.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასულ კვირას თქვა, რომ ვაშინგტონი თურქეთში რუსეთისა და აშშ-ის ოფიციალური პირების შეხვედრაზე დარჩიევის დანიშვნაზე დათანხმდა.

დარჩიევი 2014 წლიდან 2021 წლამდე იყო რუსეთის ელჩი კანადაში. ის ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა.

რუსეთს აშშ-ში ელჩი აღარ ჰყავდა გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, რაც წინა ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა თანამდებობა დატოვა.