პუტინმა ბოდიში მოიხადა ლავროვის სიტყვების გამო - ისრაელი

პუბლიკა

როგორც ისრაელის პრემიერის, ნაფტალი ბენეტის ოფისის მიერ გავცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ვლადიმერ პუტინმა ბოდიში მოიხადა საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის სიტყვების გამო.

ამ ინფორმაციის თანახმად, ნაფტალი ბენეტი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ტელეფონით დღეს, 5 მაისს ესაუბრნენ.

მანამდე, რამდენიმე დრის წინ სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ყველაზე „მძვინვარე ნაცისტები სწორედ ებრაელები არიან“, და რომ ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა. ლავროვი ნაცისტად მოიხსენიებდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელსაც ებრაული წარმომავლობა აქვს.