პუტინმა გამარჯვების დღე მიულოცა ქართველ ხალხს და ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ლიდერებს

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების მე-80 წლისთავი მიულოცა დსთ-ს ქვეყნების (აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის), ისრაელის ლიდერებს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მეთაურებს, ასევე ქართველ და მოლდოველ ხალხს.

„ქართველი და მოლდოველი ხალხებისადმი მიმართვაში ვლადიმირ პუტინმა მოუწოდა ნაანდერძალი მეგობრობისა და ურთიერთდახმარების კარგი ტრადიციების შენარჩუნებისკენ. არ დაიშვეს, რომ ჩვენი საერთო ისტორიული მემკვიდრეობა დავიწყებას მიეცეს და მეგობარ ერებს შორის შუღლი დათესოს“, – წერია „ეხო კავკაზას“ ცნობით, კრემლის განცხადებაში.

მილოცვაში უკრაინა ნახსენები არაა. ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერები მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებაში მონაწილეობას აპირებენ.