პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას სამხედრო გაწვევის შესახებ

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

განკარგულების მიხედვით, იგეგმება ჯამში 150 000 ადამიანის გაწვევა.

ეს ბოლო წლების ყველაზე დიდი მაჩვენებელია.