რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს მოსკოვში გამართული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ვლადიმერ პუტინი ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს.
როგორც რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრებში მაკრონსა და შოლცს განუცხადა, რომ განზრახული აქვს აღიაროს დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.
ვლადიმერ პუტინმა გერმანელ და ფრანგ კოლეგას განუცხადა, რომ მან მხედველობაში მიიღო სახელმწიფო დუმისა და სპეარატისტების თხოვნა, გაითვალისწინა სიტუაცია, რომ უკრაინელი სამხედროები მასიურად ბომბავენ „რესპუბლიკებს“, ამიტომ ამ სიტუაციიდან გამოსავლად მათი აღიარება მიაჩნია.
რუსული მედიის ინფორმაციით, მაკრონმა და შოლცმა იმედგაცრუება გამოხატეს სიტუაციის ასეთი განვითარების გამო, მაგრამ დააფიქსირეს, რომ გააგრძელებენ მოსკოვთან კონტაქტს.