რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ომში „სააღდგომო ზავის“ შესახებ განაცხადა.
„რუსეთის ფედერაცია აჩერებს ყველანაირ სამხედრო ოპერაციას ზავის პერიოდში და ელოდება საპასუხო მოქმედებას კიევისგან“, – თქვა პუტინმა.
კრემლის განცხადებით, რუსული მხარე 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე (მოსკოვის დორით) შეწყვეტს სამხედრო ოპერაციებს.
უკრაინის ხელისუფლებას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ამ ინიციატივაზე. პუტინმა ივარაუდა, რომ უკრაინა „მიჰყვება“ რუსეთის მაგალითს, თუმცა მან რუსეთის გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს უთხრა, რომ ჯარები მზად იყვნენ იმ შემთხვევისთვის, თუ კიევი ზავს დაარღვევს.
გუშინ, პარასკევს რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ხარკოვზე. დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი, მათი ნაწილი კლინიკაში რჩება.
„ნამდვილი ნაძირალა უნდა იყო და სიცოცხლე გეზიზღებოდეს, რომ ასეთი სარაკეტო დარტყმები განახორციელო ჩვეულებრივ ქალაქზე – წითელ პარასკევს, აღდგომის წინ“, – ასე გამოეხმაურა თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობი, 19 აპრილის ღამეს რუსეთმა გაუშვა სხვადასხვა ტიპის 8 რაკეტა და 87 დრონი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, რომ რუსეთი შეწყვეტს ყველა სამხედრო ოპერაციას მოსკოვის დროით 18:00 საათიდან.