პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში უვიზოდ შესვლის პირობები გააფართოვა

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცვლილება შეიტანა 2023 წლის 10 მაისს გამოცემულ ბრძანებაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეების რუსეთში შესვლის და გასვლის წესს ეხება.

ცვლილების მიხედვით, რუსეთში შესვლის უვიზო რეჟიმი გავრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთში ჩადიან შრომითი საქმიანობისთვის ან 90-ზე დღეზე მეტი ვადით რუსეთში დროებით ყოფნისთვის, მათ შორის, განათლების მიღებისთვის.

ცვლილების მიღებამდე, ამ კატეგორიის საქართველოს მოქალაქეები რუსეთში უვიზოდ ვერ შედიოდნენ.

ცვლილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს მოქალაქეებს, ვინც ამ კატეგორიაში ხვდებიან, შეეძლებათ რუსეთში შესვლა „მათი პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტების, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობით, დიპლომატიური პასპორტის, სამსახურებრივი პასპორტის, მეზღვაურის მოწმობით და საქართველოში დაბრუნების დამადასტურებელი მოწმობის“ საფუძველზე“.

Ria-ს მიხედვით, გასული წლის მაისში პუტინმა გააუქმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი და ფრენის აკრძალვა, თუმცა ვიზა საჭრო იყო 90 დღეზე მეტი ვადით დასარჩენად, მათ შორის, განათლების მისაღებად და ბიზნეს მოგზაურობისთვის.