პუტინმა შოიგუს გადაყენების წინადადება წამოაყენა

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს გადაყენების წინადადება წამოაყენა.

ამის შესახებ წერს გამოცემა Reuters და მიუთითებს, რომ პუტინმა კანდიდატად ანდრეი ბელოუსოვი დაასახელა.

შოიგუ თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 2012 წლიდან იკავეს და ის პუტინის ერთ-ერთი ყველა ახლო თანამოაზრეა. ეს ცვლილება, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სამხედრო სარდლობაში განხორციელებული ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებაა.