რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ში არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, „მამაცი კაცი“ უწოდა და თქვა, რომ „მზადაა“ მასთან სასაუბოდ. განცხადება მან სოჭში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.
„შემთხვევით ვისარგებლებ და მივულოცავ მას აშშ-ის პრეზიდენტად არჩევას“ – თქვა პუტინმა სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ ყოველწლიურ შეხვედრაზე.
პუტინმა დაადასტურა, რომ გამარჯვების შემდეგ ტრამპთან ჯერ არ ისაუბრა – მაგრამ მიუთითა, რომ ტელეფონს უპასუხებდა, თუ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დაურეკავდა.
პუტინის თქმით, თავად არ დაურეკა ტრამს „რადგან დასავლეთის ქვეყნების ლიდერები მირეკავდნენ თითქმის ყოველ კვირა რაღაც მომენტში, შემდეგ კი უცებ გაჩერდნენ…. თუ რომელიმე მათგანს სურს კონტაქტის განახლება, მე ყოველთვის ვამბობდი და მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა: ჩვენ ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს“.
კითხვაზე, მზად იყო თუ არა ტრამპთან დისკუსიისთვის, ჯერ კიდევ მის დანიშვნამდე, პუტინმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია მზადაა.
NBC News-ის ცნობით, ტრამპმა ხუთშაბათს თქვა, რომ მზად იყო პუტინთან სასაუბროდ: „ვფიქრობ, ჩვენ ვისაუბრებთ“.