პუტინს გამარჯვება მიულოცეს ჩრ. კორეის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ნიკარაგუისა და ვენესუელის ლიდერებმა

პუბლიკა

რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინს რუსეთის პრეზიდენტად მე-5 ვადით არჩევა მიულოცა. პუტინმა მათ შორის მილოცვა მიიღო ჩრდილო კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინისგან, თუმცა ტექსტის დეტალები უცნობია.

გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინს არჩევნებში ხელახალი „გამარჯვება” მიულოცა უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავკატ მირზიოევმ. შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ „ამომრჩეველთა მაღალი რაოდენობა და შედეგები ცხადად აჩვენებს მოსახლეობის უპირობო ნდობასა და მყარ მხარდაჭერას ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური კურსისა და სოციო-ეკონომიკური რეფორმების”.

რუსეთს არჩევნების შედეგები მიულოცა ტაჯიკეთის პრეზიდენტმა, ემომალი რაჰმონიმაც, რომელმაც თქვა, რომ კენჭისყრის შედეგები „მორიგი ნათელი დასტურია რუსეთის მოსახლეობის ფართო მხარდაჭერის”. პუტინმა მილოცვები მიიღო ნიკარაგუისა და ვენესუელის ლიდერებისგანაც.

15-17 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, მოსკოვის დროით 18 მარტის დილის 09:00 საათისთვის, პუტინს ხმების 87,31% აქვს აღებული.