პუტინს ვურჩიე, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი - ორბანი

პუბლიკა

უნგრეთის პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მას ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, რომელსაც ურჩია, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი.

ორბანის თქმით, მან პუტინთან ასევე განიხილა რუსეთისა და უკრაინის ლიდერების უნგრეთში შეხვედრის შესაძლებლობა, რომელშიც მონაწილეობას ასევე მიიღებენ საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები.

ორბანის თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებები შეიძლება დიდ ხანს გაგრძელდეს, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. რაზეც ის ესაუბრა პუტინს.

„მისი პასუხი პოზიტიური იყო, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამისთვის წინაპირობებია საჭირო“, – თქვა ორბანმა, მაგრამ პუტინის წამოყენებული პირობები არ დაუკონკრეტებია. მისი თქმით, ამ პირობებზე უშუალოდ უკრაინისა და რუსეთის ლიდერები უნდა შეთანხმდნენ.

ასევე ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ პოზიციას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით ევროკავშირში ყველა იზიარებს. ომი რუსეთმა წამოიწყო და ის აგრესორია. თუმცა, ორბანი ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება, დღეს კი განაცხადა, რომ მზადაა რუსული გაზი რუბლებში შეიძინოს.