ქაბულში ტერაქტს, სულ მცირე, 24 ადამიანი ემსხვერპლა - ALJAZEERA

პუბლიკა

ტერორისტის თავდასხმას ქაბულში, სულ მცირე, 24 ადამიანი ემსხვერპლა, 57 კი დაშავდა. ინფორმაციას ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით „ალჯაზირა“ ავრცელებს.

აფეთქება ქაბულში, დანიურ საგანმანათლებლო ცენტრში შაბათს, 24 ოქტომბერს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი ცენტრში შესვლას ცდილობდა, ის დაცვამ შეაყოვნა და სწორედ ამ დროს მოიყვანა ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში.

თალიბანმა ტერაქტთან კავშირი უარყო.

აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე თავდასხმა 2018 წელსაც მოხდა. მაშინ შეიარაღებულმა პირმა 24 ადამიანი მოკლა, მათ შორის, სტუდენტები, მცირეწლოვნები და მშობლები.