„ქალაჩუნა“ – კობახიძემ გვარამია სექსისტური ტერმინით მოიხსენია

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს მორიგი ბრიფინგი გამართა და ოპოზიციის მიერ „დაგეგმილ პროვოკაციებზე“ ისაუბრა. მან ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა.

ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის “ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სექსისტური ტერმინით მოიხსენია. შეკითხვაზე, რომელიც  „მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ IPSOS-ის კვლევის შედეგებს შეეხებოდა, კობახიძემ რამდენჯერმე მიმართა ჟურნალისტს ფრაზით –  „გადაეცით თქვენს ქალაჩუნა გენდირექტორს”.

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თუ „ოცნების“ სამი მაჟორიტარობის კანდიდატი – კობიაშვილი, სუბარი და ქადაგიშვილი ვერ მოიგებს არჩევნებს, ის წავა პოლიტიკიდან, ხოლო თუ ოპოზიცია მოიგებს, ნიკა გვარამია წავიდეს მედიიდან და პოლიტიკიდან.

„გუშინ დაიდო მონაცემები ე.წ. IPSOS-ის კვლევის, რომლის მიხედვითაც, თითქოს, მელია, ხაბეიშვილი და ბოტკოველი იგებენ არჩევნებს და თან იგებენ პირველ ტურში. მე მარტივად მინდა გითხრათ ერთი რამ – თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან, ეს არის კობიაშვილი – გლდანში, სუბარი – სამგორში და ქადაგიშვილი – თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხის ოლქში, თუ რომელიმე მათგანი ვერ მოიგებს არჩევნებს, მე წავალ პოლიტიკიდან, რაც შეეხება საპირისპირო შემთხვევას, თუ აღმოჩნდება რომ სამივე მოიგებს არჩევნებს, შევთანხმდეთ ასეთ რაღაცაზე და გადაეცით თქვენს გენპროკურორს ნიკა გვარამაის, თუ საპირისპირო მოხდება, ამ შემთხვევაში ის წავიდეს ქართული მედიიდან და ქართული პოლიტიკიდან“, – განაცხადა კობახიძემ.