უკრაინაში, ქალაქ ჩაპლინეში რუსეთის მიერ რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის 22-ია. მოკლულთა შორის არის 11 წლის ბავშვი.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, 5 ადამიანი მანქანებში დაიწვა.
სამაშველო და სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
ქალაქი ჩაპლინე რუსებმა 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დაბომბეს.