უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ოჯახის ინფორმაციით, 38 წლის რატი შურღაია ქალაქ იზიუმთან შეტაკების დროს დაიღუპა.
დაღუპულის დედა პოლონეთში ცხოვრობს. მას შვილთან კონტაქტი ბოლოს 5 დღის წინ ჰქონდა. დედის თქმით, რუსების მიერ კასეტური ბომბების ჩამოგდების შედეგად მან თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ჭრილობები მიიღო.